ქარელის რაიონის სოფლებ დვანისა და ჭვრინისთან მდებარე საოკუპაციო ხაზიდან რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე – მამუკა კოპაძე და გიორგი ხარაზიშვილი გაიტაცეს.
კოპაძესა და ხარაზიშვილს ოკუპანტები თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ისინი სააღდგომო დღეებში საფლავებზე იყვნენ წასული.
გატაცებულებს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან.