აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჩინეთში, ფეხსაცმლის საწარმოში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 28 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, ფუძიანის პროვინციაში, ფეხსაცმლის საწარმოში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 28 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის დაწყების მომენტში საწარმოში 237 თანამშრომელი და ორი სტუმარი იმყოფებოდა. შენობიდან 213 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა მათგან ორი, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მედიის ინფორმაციით, კომპანიის მფლობელი და სხვა პასუხისმგებელი პირები დააკავეს, კომპანიის საბანკო ანგარიშები კი გაყინულია.

მედია აღნიშნავს, რომ ქარხანა ძირითადად ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს აწარმოებდა.

გამოძიების პირველადი ვერსიით, ხანძარი პირველ სართულზე გაჩნდა, სადაც აალებადი ფეხსაცმლის მასალები ინახებოდა. ცეცხლის ჩასაქრობად 500-ზე მეტი მეხანძრე და სამაშველო ბრიგადა იქნა მობილიზებული.

იტვირთბა....