აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“თურქეთმა რუსეთისგან ნაყიდი „ეს-400“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდა” – თურქული მედია

თურქეთმა რუსეთისგან ნაყიდი „ეს-400 ეს“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, 9 ივლისს საბოლოო დეტალები დამუშავების პროცესში იყო და დარჩენილი საკითხები შუაღამემდე მოგვარდა.

თურქული მედიის თანახმად, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების გაყიდვის შესახებ დღეს გამოცხადდება.

2019 წელს თურქეთის მიერ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის შემდეგ, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა და „ეფ-35“-ის პროგრამიდან ამოიღო. ნატო-ს სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხდა, რომ განიხილავს თურქეთისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას.

იტვირთბა....