აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აიათოლა ალი ხამენეი ქალაქ მეშჰადში დაკრძალეს

ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მშობლიურ ქალაქ მეშჰადში, იმამ რეზას სალოცავში, დაკრძალეს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანში მდებარე მეშჰადის ქუჩებში შეკრებილი ადამიანები ირანის დროშებს აფრიალებდნენ, ზოგიერთ მათგანს ხელში ეჭირა პლაკატები, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ მუქარის შემცველი წარწერებით.

აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას, რომელიც ექვს დღეს გაგრძელდა, უამრავი ადამიანი დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ დაკრძალვის ცერემონიაზე საჯაროდ არ გამოჩენილა ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეის შვილი, მოჯტაბა ხამენეი.

იტვირთბა....