აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინული მედიის ცნობით, დრონებით თავდასხმების შედეგად რუსეთის ტვერის ოლქსა და სტავროპოლის მხარეში მდებარე ნავთობბაზებს ხანძარი გაუჩნდა

დრონებით თავდასხმების შედეგად რუსეთის ტვერის ოლქსა და სტავროპოლის მხარეში მდებარე ნავთობბაზებს ხანძარი გაუჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გასულ ღამეს დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ რუსეთის ქალაქ ტვერისა და სტავროპოლის მხარის ქალაქ მიხაილოვსკის ნავთობბაზები იწვის.

„ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, ხანძარი მიხაილოვსკში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობბაზას გაუჩნდა.

თავდასხმა სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა ვლადიმერ ვლადიმეროვმაც დაადასტურა.

ასევე, დრონებით თავდასხმა განხორციელდა მოსკოვის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტვერის ნავთობის ბაზაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სულ მცირე ერთ რეზერვუარს გაუჩნდა.

იტვირთბა....