აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აშშ-მა ირანში 90-მდე სამიზნეს დაარტყა” – აშშ-ის ცენტრალური სარდლობა

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი რაუნდი დაასრულეს, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ დაახლოებით 90 სამხედრო სამიზნეს დაარტყეს.

„აშშ-ის ძალებმა ირანის სანაპირო ზოლის გასწვრივ დაახლოებით 90 ირანულ სამხედრო სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სანაპირო სათვალთვალო აქტივებს, რაკეტებისა და დრონების საწყობებს, საზღვაო შესაძლებლობებსა და სამხედრო ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას“, – წერს CENTCOM-ი X-ზე.

მათი განმარტებით, დარტყმების მიზანი იყო „კიდევ უფრო შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობები თავს დაესხას კომერციულ გემებსა და უდანაშაულო მშვიდობიან მეზღვაურებს ჰორმუზის სრუტეში“.

იტვირთბა....