ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) ავიაკომპანიებს ირანის, ერაყისა და ლიბანის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სააგენტოს განმარტებით, რეგიონში არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით, მითითებები ძალაშია 31 აგვისტომდე, „თუ უფრო ადრე არ გადაიხედება“.
ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება მყიფეა და დაძაბულობა მაღალია.
EASA-ს განმარტებით, მისი გაფრთხილება ეფუძნება „მუდმივ მაღალ დაძაბულობას და შემდგომი სამხედრო მოქმედებების პოტენციალს“.
„არსებული ზავის დარღვევის შემთხვევაში, ირანის საჰაერო სივრცე, სავარაუდოდ, გარდაუვალი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდება“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

