აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“შესანიშნავია, რასაც ტრამპი ნატო-სთვის აკეთებს, მომწონს ეს კაცი, აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ, თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას აშშ-სა და ევროპას შორის” – მარკ რუტე

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართალი იყო, როცა მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენდა თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიზნით და მაშინაც, როდესაც ირანის წინააღმდეგ ომი წამოიწყო. ამის შესახებ რუტემ „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„უბრალოდ, მომწონს ეს კაცი. ვფიქრობ, რასაც ის ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავი ამბავია“, – აღნიშნა რუტემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ტრამპი აღწევს იმას, რასაც ამერიკელი პრეზიდენტები ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ – თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას აშშ-სა და ევროპას შორის.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ წელს გამართული სამიტი „ტრანსფორმაციული“ იქნება და მნიშვნელოვან, მილიარდობით დოლარიან დაფინანსებას გამოყოფს კრიტიკულად მნიშვნელოვანი თავდაცვითი პროგრამებისთვის.

„ეს უნდა გავაკეთოთ რუსების მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო, და ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებენ რუსები უკრაინაში“, – აღნიშნა რუტემ.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, უთანხმოებების მიუხედავად, ალიანსი აშშ-სთან სრულფასოვან პარტნიორობას განაგრძობს.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი მართალია იმაში, რომ არსებობს ცალკეული შემთხვევები, როცა მას სამართლიანად აქვს იმედგაცრუება, მაგრამ თუ უფრო ფართო სურათს შეხედავთ იმის, რასაც ევროპელები აკეთებენ, ეს მართლაც უზარმაზარი საქმეა“, – განაცხადა მარკ რუტემ.

იტვირთბა....