ემანუელ მაკრონი სირიიდან სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ვერაფერი ჩაახშობს სირიელი ქალებისა და კაცების მისწრაფებას, იცხოვრონ სრულიად სუვერენულ, უსაფრთხო, პლურალისტურ და ერთიან სირიაში. ამ დილით მე შევხვდი სირიას მთელი თავისი მრავალფეროვნებით. მე დავინახე ღირსება, მამაცობა და შემართება. ჩემი ვიზიტი გრძელდება.“ – წერს ემანუელ მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად, დამასკოში, იმ სასტუმროსთან, სადაც ის უნდა გაჩერებულიყო, დღეს აფეთქებები იყო. ამის მიუხედავად, მაკრონის ვიზიტი სირიაში გრძელდება.

