უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების დანაყოფის “მადიარის ჩიტები” მეთაურის, რობერტ მადიარ ბროვდის ცნობით, გასულ ღამეს უკრაინულმა სპეცდანაყოფმა აზოვის ზღვაში დრონებით დაარტყა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 8 ტანკერს, 1 გემსა და 1 ბორანს.
მადიარის ინფორმაციითვე, ეს ხომალდები რუსეთს ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ტექნიკისთვის საწვავის შესატანად სჭირდებოდა, უკრაინამ კი მათ გზა გადაუკეტა. ცნობილია, რომ მწყობრიდან გამოსული ყველა ტანკერი საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება. გემების გარდა, დრონებმა ყირიმში დაარტყეს ელექტროგადამცემ კვანძებსაც, რის გამოც ნახევარკუნძულზე ენერგოკრიზისი შეიქმნა
