უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ 7 ივლისს რუსეთის რეგიონებში მდებარე ობიექტებზე მიტანილი საჰაერო იერიშების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს:
“დარტყმა განხორციელდა მიკროელექტრონიკის ერთ-ერთი წამყვან რუსული მწარმოებელ საწარმოზე ბრიანსკის ოლქში [“კრემნი ელ ჯგუფი”]. საწარმო ამზადებს მიკროსქემებსა და ელექტრონულ კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება რუსეთის ფედერაციის მიერ კავშირგაბმულობის, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებსა და შეიარაღების ნიმუშებში.
ასევე დარტყმა განხორციელდა ქარხანა „ბრიანსკიზე“ რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქის ქალაქ სელცოში. საწარმოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა ოთხი აფეთქება. დაზიანების შედეგები ზუსტდება.
ბრიანსკის ქიმიური ქარხანა აგრესორი სახელმწიფოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. საწარმო აწარმოებს დენთს, ასაფეთქებელ ნივთიერებებსა და სარაკეტო საწვავის კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება იმ საბრძოლო მასალებისა და რაკეტების დასამზადებლად, რომლებითაც რუსული ჯარები დარტყმებს აყენებენ უკრაინის ტერიტორიას.
დაზიანებულია აეროდრომ „ბელგოროდის“ ნავთობბაზაც. მიყენებული ზარალის ხარისხი ზუსტდება.
ასევე დაზიანებულია ორი სარკინიგზო ხიდი ანექსირებული ყირიმის დასახლებული პუნქტების – როზდოლნესა და იჩკის რაიონებში. ობიექტებს მოწინააღმდეგე იყენებს სამხედრო ლოგისტიკისთვის, პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის გადასასროლად.
დაზიანებულია მოწინააღმდეგის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების საწყობები დონეცკის ოლქის ვოლნოვახისა და იასინუვატას რაიონებში.
გაგრძელება იქნება!” – ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის ოფიციალურ მონაცემებში.

