მაკა ბოჭორიშვილი 7-8 ივლისს ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თურქეთში გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
„2026 წლის 7-8 ივლისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდის (SETA) და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) ორგანიზებით იმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

