ლიბანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელმა ლიბანში დრონით თავდასხმა განახორციელა, რასაც, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ლიბანის უსაფრთხოების წყაროების ცნობით, ისრაელის იერიში ბოლო პერიოდში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო.
მედიის ცნობით, ისრაელის სამიზნე სამხრეთ ლიბანის ქალაქი ნაბატიე გახდა.
ცნობისთვის, ისრაელსა და ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის დაპირისპირება მიმდინარე წლის 2 მარტს მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი იერიშები დაიწყეს. ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საომარი მოქმედებების ინტენსივობა გასულ თვეში აშშ-ირანის მოლაპარაკებების ფონზე შედარებით შემცირდა, თუმცა მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

