სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში გაემგზავრა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს ეკატერინბურგში მე-16 საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის, „ინდუსტრია 360: წარმოება საზღვრების გარეშე“, პლენარულ სესიაში, რომელიც მე-16 საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის, „ინოპრომის“, ფარგლებში გაიმართება.
ასევე დაგეგმილია ფაშინიანის შეხვედრა რუსეთის პრემიერ-მინისტრთან, მიხაილ მიშუსტინთან.
ეს ფაშინიანის პირველი საქმიანი ვიზიტია სომხეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

