ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ღვინის ნაწილი ბაზრიდან გამოითხოვა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბური შემოწმება გასული წლის დასაწყისიდან დაიწყო.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ 2016 წლის 1 მაისამდე, სააგენტოს მიერ გამოკვლეული იქნა ალკოჰოლური სასმელების 110 ნიმუში, საიდანაც შეუსაბამობა გამოვლინდა 17 შემთხვევაში. შედეგების მიხედვით, სააგენტოს მიერ განხორციელებული ინსპექტირებისას, 17 შემთხვევაში ღვინის რეალიზაცია აიკრძალა, 7 ბიზნესოპერატორს კი ღვინის ბაზრიდან გამოთხოვა დაევალა. მათი თქმით, 7 შემთხვევაში საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის ნიმუშები ფიზიკო-ქიმიურ მაჩვენებელზე მოწმდება.

იტვირთბა....