აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“წარმატებით მოვიგერიეთ დრონები და ფრთოსანი რაკეტები, თუმცა, სამწუხაროდ, არა რუსული ბალისტიკური რაკეტები” – ვოლოდიმირ ზელენსკი

ჩვენმა მებრძოლებმა დღეს წარმატებით მოიგერიეს დრონები და ფრთოსანი რაკეტები, თუმცა, სამწუხაროდ, არა რუსული ბალისტიკური რაკეტები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კიევი წუხელ რუსეთის მხრიდან მასშტაბური თავდასხმის ქვეშ მოექცა. რუსეთმა 68 რაკეტა და 351 თავდასხმის დრონი გაუშვა. ამ დროისთვის 64 ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის, გადარჩენა მოხერხდა. თავდასხმის შედეგად თერთმეტი ადამიანი დაიღუპა და 60-მდე ადამიანი დაშავდა.

„ჩვენმა მეომრებმა დღეს კარგად იმუშავეს დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების მოგერიებაში, მაგრამ სამწუხაროდ არა რუსული ბალისტიკური რაკეტების. მიზეზი კი ჩამჭრელი რაკეტების არასაკმარისი მარაგია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ – პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა – ანკარაში ნატო-ს სამიტი ჩვენი საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად, და შესაბამისად, რიგითი ადამიანების სიცოცხლის დასაცავად, მტკიცე გადაწყვეტილებებით დაასრულონ. სანამ Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი გადამჭრელი რაკეტები ჩვენი მოკავშირეების საწყობებში ინახება, რუსეთი მხოლოდ მეტად არის წახალისებული, განაგრძოს საცხოვრებელი შენობების „დამარცხება“. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას საკმარისი ძალა აქვთ ამ ტერორის შესაჩერებლად“, – აცხადებს ზელენსკი.

იტვირთბა....