აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მედიის ცნობით, უკრაინული დრონებით თავდასხმების შედეგად რუსეთში ვისოცკისა და უსტ-ლუგას პორტები, ასევე ნავთობის ექსპორტის პუნქტი დაზიანდა, ერთი პირი დაიღუპა ქალაქ ქერჩში

მედიის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინული დრონებით თავდასხმების შედეგად რუსეთში ვისოცკისა და უსტ-ლუგას პორტები, ასევე ნავთობის ექსპორტის მსხვილი პუნქტი დაზიანდა.

ასევე ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში გაითიშა ელექტროენერგია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დრონით თავდასხმის შედეგად ერთი პირი დაიღუპა ქერჩში.

კალუგის რეგიონის გუბერნატორის, ვლადისლავ შაპშამის განცხადებით, ძერჟინსკის რაიონში სამრეწველო ობიექტზე დრონებით დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ამასთან, იაროსლავის ოლქის გუბერნატორის ცნობით, დრონის ნამსხვრევების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მისივე თქმით, ღამის განმავლობაში დაახლოებით 70 დრონი ჩამოაგდეს.

ლენინგრადის რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრე დროზდენკოს განცხადებით კი, რეგიონში ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების შედეგად 56 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

„როიტერის“ ცნობით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის მიერ განხორციელებულმა თავდასხმებმა საწვავის დეფიციტი, ფასების მკვეთრი ზრდა და საწვავის შევსების სადგურებთან გრძელი რიგები გამოიწვია.

იტვირთბა....