აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ვარსკვლავებმა და ზოლებმა ნამგალი და ურო ერთხელ უკვე მისცა დავიწყებას და თუ საჭირო გახდება, ამას ისევ გავაკეთებთ” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის დამოუკიდებლობის 250 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვარსკვლავებმა და ზოლებმა ნამგალი და ურო ერთხელ უკვე მისცა დავიწყებას.

“ვარსკვლავებმა და ზოლებმა ნამგალი და ურო ერთხელ უკვე მისცა დავიწყებას და თუ საჭირო გახდება, ამას ისევ გავაკეთებთ” – განაცხადა ტრამპმა. მან თავის 35-წუთიან სიტყვაში საზოგადოებას მიმართა, რომ კომუნიზმმა „კვლავ წამოყო თავისი მახინჯი თავი ამერიკაში“ და ის კიბოს შეადარა, რომელიც „სწრაფად უნდა მოიკვეთოს“.

„კომუნიზმი ხელმოცარულია და ყოველთვის ასე იქნება. კომუნისტური სისტემა ამერიკული სისტემის საპირისპიროა“, – აღნიშნა მან. ამავე გამოსვლის დროს, ტრამპმა ხაზი გაუსვა თავისი ადმინისტრაციის სამხედრო მიღწევებს და განაცხადა, რომ მან „ირანის მთელი სამხედრო-საზღვაო ფლოტი ჩაძირა“.

იტვირთბა....