აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაერო-ს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა

მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაერო-ს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გლობალური დიალოგის მიზანს წარმოადგენს გაერო-ს წევრი ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობაზე დისკუსია, პრაქტიკის გაზიარება და ღია ინკლუზიური საუბრების გამართვა ხელოვნური ინტელექტის თემაზე.

ამასთან, როგორც ცნობილია, დღესვე მიხეილ ყაველაშვილი შეხვედრას გამართავს გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან.

მიხეილ ყაველაშვილსა და პირველ ლედის ჟენევაში ოფიციალურად დახვდებიან გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი, გაერო-ს გენერალური მდივანი და გაერო-ს სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.

იტვირთბა....