აშშ-ის არმიის ძირითადი საბრძოლო ტანკები „აბრამსი” და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი” საქართველოში „ღირსეული პარტნიორი”-ს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
„ღირსეული პარტნიორი” 11-დან 26 მაისის ჩათვლით ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე გაიმართება. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 500-მდე სამხედრო მოსამსახურე, აგრეთვე, გაერთიანებული სამეფოს 150 და აშშ-ის 650 სამხედრო.