ირანი, როგორც პასუხისმგებელი სახელმწიფო და ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების გარანტორი, ამ მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე ნებისმიერი სამხედრო აქტივობის წინააღმდეგია, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქაზემ ღარიბაბადი სოციალურ ქსელში წერს.
ქაზემ ღარიბაბადი ეხმაურება დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ისინი მზად არიან, ამ სტრატეგიულ საზღვაო მარშრუტზე ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველსაყოფად სამხედრო ძალები გამოიყენონ.
„ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება სანაპირო სახელმწიფოების პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნავს ღარიბაბადი.

