აზერბაიჯანის დელეგაცია აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ირანში ჩავიდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დეეგაციას, რომელსაც მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა ხელმძღვანელობს, აეროპორტში ირანელი ოფიციალური პირები დახვდნენ.
ასევე დელეგაციაში შემადგენლობაშია აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის მოადგილე შაჰინ მუსტაფაევი და სხვა ოფიციალური პირები.
შეგახსენებთ, რომ აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის შესახებ 28 თებერვალს გახდა ცნობილი. ირანის სახელმწიფო მედიამ ინფორმაცია 1-ელ მარტს დაადასტურა. აიათოლა ალი ხამენეი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი შეტევის პირველივე დღეს დაიღუპა, როდესაც თეირანში მის რეზიდენციაზე თავდასხმა განხორციელდა. სულიერი ლიდერის დაკრძალვა საომარი მოქმედებების გამო გადაიდო.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკრძალვის ცერემონია 9 ივლისამდე გაგრძელდება. აიათოლა ალი ხამენეის მაშჰადში, იმამ რეზას წმინდა სალოცავში დაკრძალავენ.
როგორც ირანის საგარეო წყებაში განაცხადეს, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას 100 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის, სახელმწიფოს მეთაურები, პარლამენტის თავმჯდომარეები, საგარეო საქმეთა მინისტრები და მთავრობის სპეციალური წარმომადგენლები.

