აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში ექსტრემალურ სიცხეს 3 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში ექსტრემალურ სიცხეს 3 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

აღნიშნული ქვეყნების ხელისუფლებები აცხადებენ, რომ მონაცემები წინასწარია და შესაძლოა, გაიზარდოს.

ექსპერტების განცხადებით, რეკორდულმა სიცხის ტალღამ, რომელმაც პიკს 20-28 ივნისს მიაღწია, ევროპაში არაერთი პრობლემა შექმნა, მათ შორის, შეფერხდა ელექტროენერგიის წარმოება, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და ასევე გამოიწვია ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვა.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, სტეფანი რისტმა ადგილობრივ ტელევიზიას განუცხადა, რომ სიცხის ტალღას საფრანგეთში 2025 ადამიანი ემსხვერპლა.

ბელგიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 18 ივნისიდან 29 ივნისამდე პერიოდში მაღალ ტემპერატურას ქვეყანაში დაახლოებით 1 200 ადამიანი ემსხვერპლა.

ნიდერლანდების ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სიცხეს დაახლოებით 480 ადამიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....