პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანს” ეხმაურება. პრემიერი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის მინისტრს არ მიეცა საშუალება ბოლომდე ესაუბრა მთავრობის მიერ განხორციელბულ პროექტებზე.
„მინდა მადლობა ვუთხრა ეკონომიკის მინისტრს, რომ მან საკმაოდ კარგად, ვიზუალურად წარმოადგინა რამდენიმე პროექტი. სამწუხაროდ, მას არ მიეცა საშუალება მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა. არ ვიცი, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო თუ სხვა რამ, მაგრამ მინდა ყველა თქვენგანს მოგიწოდოთ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გუშინ ტელეეთერში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები წარუდგინა საზოგადოებას.