აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინამ რუსეთის გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის წინააღმდეგ ომის დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის წინააღმდეგ ომის დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ბრალდება უკავშირდება უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასირებულ საჰაერო თავდასხმებს, მათ შორის 2 ივლისის დარტყმებს კიევზე, რაც ჟენევის კონვენციების დარღვევად ფასდება.

საქმე აღიძრა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევას და ამგვარი ბრძანებების გაცემას გულისხმობს. უკრაინის სპეცსამსახურების განცხადებით, სწორედ გერასიმოვმა გასცა ბრძანება 2 ივლისს კიევის საცხოვრებელ კორპუსებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელების შესახებ.

იტვირთბა....