აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ანონიმურმა მომხმარებელმა კრიპტო ფსონების პლატფორმა Polymarket-ზე 400 000 დოლარზე მეტი ღირებულების ფსონი დადო იმის პროგნოზით, რომ პუტინი 2026 წლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტი აღარ იქნება

ანონიმურმა მომხმარებელმა კრიპტო ფსონების პლატფორმა Polymarket-ზე 400 000 დოლარზე მეტი ღირებულების ფსონი დადო იმის პროგნოზით, რომ პუტინი 2026 წლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტი აღარ იქნება – ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Forbes ავრცელებს. NBC News-ის ინფორმაციით კი, საიდუმლო მოთამაშემ შესაძლოა 2.5 მილიონ დოლარამდე მოიგოს, თუ ფსონი მის სასარგებლოდ დასრულდება.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ანგარიში დარეგისტრირებულია მომხმარებლის სახელით – ZnotluvuiSamez, პროფილის ფოტოდ კი გამოყენებული აქვს უკრაინის დროშა. ამავე მომხმარებელს 61 000 დოლარის ფსონი აქვს დადებული იმაზეც, რომ უკრაინა წლის ბოლომდე ყირიმს დაიბრუნებს.

როგორც მედია წერს, ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ გეოპოლიტიკურ თუ საომარ მოვლენებზე მსგავსი მოცულობის თანხების ფონების დადება შესაძლოა შიდა, საიდუმლო წყაროების ცნობების ფლობასთან იყოს დაკავშირებული.

იტვირთბა....