აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად თეირანში ჩავიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად თეირანში ჩავიდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„ჩამოვედი თეირანში, რათა მონაწილეობა მივიღო ირანის განსვენებულ უზენაეს ლიდერთან ალი ხამენეითან გამოსამშვიდობებელ ოფიციალურ ცერემონიაში“, – დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.

თეირანის საერთაშორისო აეროპორტში ფაშინიანს ირანის ვიცე-პრეზიდენტი სეიედ ჰამიდ პუროჰამადი დახვდა.

ირანის უზენაეს ლიდერს 9 ივლისს დაკრძალავენ. მანამდე სამგლოვიარო ცერემონიალი გაიმართება, რომელიც ხუთი დღე გაგრძელდება.

იტვირთბა....