უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის სასწრაფო მიცემას ითხოვს. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება იუწყება“.
„უკრაინამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი. როდესაც მე ვამბობ „დაუყოვნებლივ“, სწორედ ამასვე ვგულისხმობ! მე არ მაქვს მხედველობაში ინსტიტუციონალური კუთხე, არამედ ის, რომ ვამბობ – დაუყოვნებლივ. უკრაინამ და საქართველომ შეასრულეს ყველა მოთხოვნა და ამიტომ უვიზო რეჟიმი მათ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიეცეთ“, – განაცხადა სიიატრომ რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.