აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საფრანგეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი „ტაგორი“ მილიონი ევროთი დააჯარიმა

საფრანგეთმა რუსულ ნავთობთან დაკავშირებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი „ტაგორი“ მილიონი ევროთი დააჯარიმა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ჯარიმის გადახდის შემდეგ, ტანკერი „ტაგორი“ თავისუფალია და ის ახლა საფრანგეთის ტერიტორიულ წყლებს ტოვებს.

როგორც „როიტერი“ წერს, რუსეთი ძველ გემებს, რომლებიც ცნობილია როგორც „ჩრდილოვანი ფლოტი“ თავისი ნავთობისა და გაზის გადაზიდვისთვის იყენებს. აღნიშნულ გემებს ხშირად სახელებს უცვლიან და ამასთან, ისინი სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ დაცურავენ, რათა დასავლური სანქციები თავიდან აირიდონ.

იტვირთბა....