ამერიკის შეერთებული შტატები ნატო-ზე ბევრად მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აშშ ნატო-ს იცავს, თვითონ კი არანაირ სარგებელს არ იღებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები ნატო-ზე ბევრად მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რათა დაიცვას ისინი, თუმცა ამისგან არანაირ სარგებელს არ იღებს. აშშ – 999 მილიარდი დოლარი, გაერთიანებული სამეფო – 90.5 მილიარდი დოლარი, საფრანგეთი – 66.5 მილიარდი დოლარი, იტალია – 48.8 მილიარდი დოლარი, პოლონეთი – 44.3 მილიარდი დოლარი. სხვების დანახარჯები, გერმანიის ჩათვლით, ბევრად დაბალია. (2014-2025 წლები). ეს სასაცილოა!“, – წერს ტრამპი.

