აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს – „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“

საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს, – ამის შესახებ განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) ავრცელებს.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ შეშფოთებას გამოთქვამს „საქართველოში დამოუკიდებელი ტელემაუწყებლების წინააღმდეგ მზარდი მარეგულირებელი და სამართლებრივი ზეწოლის გამო, რაც პრესის თავისუფლებაზე მორიგ ესკალაციას წარმოადგენს“.

„მაშინ, როდესაც რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან მედიის წინააღმდეგ მტრული დამოკიდებულება იმატებს, დამოუკიდებლობას მოკლებული მარეგულირებელი ორგანოების გამოყენებით, IPI კვლავ მოუწოდებს სასწრაფო ზომები მიიღოს, რათა მედიის თავისუფლებისგან დარჩენილი ნაწილი დაიცვას”, – ნათქვამია განცხადებაში.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „შეწყვიტოს მაუწყებლებისთვის დისკრიმინაციული ან არაპროპორციული ჯარიმების დაკისრება და პატივი სცეს საჯარო დებატებსა და გამოხატვის თავისუფლებას“.

იტვირთბა....