თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი დაესწრება – განცხადება ამის შესახებ მოსკოვში ირანის ელჩმა გააკეთა.
“დიმიტრი მედვედევი თეირანში მოწამეობრივად დაღუპული ლიდერის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას” – თქვა ელჩმა რუსულ მედიასთან.
ცნობილია, რომ თეირანში ვიზიტს აპირებს მიხეილ ყაველაშვილიც. ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ყაველაშვილის ადმინისტრაციამ დაადასტურა.

