რუსეთ-უკრაინის ომში ორივე ქვეყნის მხრიდან ჯამურად 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა – სტატისტიკას ამის შესახებ გამოცემა New York Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის დანაკარგები ორჯერ უფრო აღემატება უკრაინის დანაკარგებს. რუსების მხრიდან ომის დაწყების დღიდან დღემდე 1.4 მილიონი ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა, ხოლო უკრაინელების მხრიდან დანაკარგების რაოდენობა 525 000-დან 625 000-მდე მერყეობს. გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს რუსეთი თვეში საშუალოდ 30 000-დან 34 000-მდე ჯარისკაცს კარგავს, რაც ამავე პერიოდში ოფიციალურად დაქირავებული ჯარისკაცების რაოდენობას აღემატება.

