აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინული მედიის ცნობით, ღამის განმავლობაში რუსულმა მხარემ კიევის მიმართულებით თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით განახორციელა, არის მსხვერპლი

ღამის განმავლობაში რუსულმა მხარემ კიევის მიმართულებით თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით განახორციელა. შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, ხოლო 56 დაშავებული.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაზიანდა რამდენიმე უბანი: დესნიანსკის რაიონში დანგრეულია ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლი.

ამასთან, შევჩენკოვსკის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა სასტუმროს, დაზიანდა სამედიცინო დაწესებულებაც.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების სამსახური ამჟამად ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანაზე მუშაობს, ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება.

„17 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, მათგან შვიდი სასიკვდილო ხაფანგიდან გამოვიდა ცოცხალი. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა“, – აღნიშნავს კლიმენკო.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, კიევში 20-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. მაშველები ამჟამად 15 უბანზე განაგრძობენ მუშაობას.

ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასირებულ დარტყმას ამზადებდა.

იტვირთბა....