აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დოჰაში აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლებთან შეხვედრები დასრულდა, მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ” – კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მაჯედ ალ-ანსარის განცხადებით, დოჰაში აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლებთან შეხვედრები დაასრულეს.

ალ-ანსარის განცხადებით, ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებულ საკითხებზე პროგრესი დაფიქსირდა.

„მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. შემდეგი შეხვედრა შეძლებისდაგვარად უახლოეს პერიოდში, ირანის ყოფილი სულიერი ლიდერის დაკრძალვის ცერემონიის შემდეგ დაინიშნება“, – აღნიშნავს კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

იტვირთბა....