აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთმა კიევს დრონებით და რაკეტებით შეუტია, დაიღუპა 10 ადამიანი და დაშავდა 34

რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით და რაკეტებით შეუტია, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დესნიანსკის რაიონში ცხრასართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. მისივე თქმით, შევჩენკოვსკის რაიონში სამედიცინო დაწესებულება ნაწილობრივ განადგურდა.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოსა და დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს უნფორმაციით, თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ საღამოს განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალი მასშტაბური თავდასხმისთვის ემზადება.

„არის ინფორმაცია, ძალიან უსიამოვნო, კიდევ ერთი მასშტაბური რუსული დარტყმის მომზადების შესახებ. არსებობს დაზვერვის მონაცემები და ჩვენი პრესკონფერენციის შემდეგ, ძალიან სწრაფად დავბრუნდები უკრაინაში ჩემს გუნდთან ერთად. მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილად, დაიცვან თავი, შვილები, ოჯახები და გამოიყენონ თავშესაფარი – ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ზელენსკიმ დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

იტვირთბა....