Johnson&Johnson-ს პროდუქციაში კიბოს გამომწვევი ნივთიერების გამო $55 მილიონის გადახდა დაევალა. ამჯერად კომპანიას თანხის გადახდა ქალბატონის საჩივრის გამო მოუწევს, რომლის მტკიცებითაც მას საკვერცხის კიბო კომპანიის ჰიგიენური პროდუქციის წლების განმავლობაში მოხმარების გამო გაუჩნდა.
კომპანიის წინააღმდეგ ამერიკაში 1200-მდე საჩივარია შესული. ეს კი უკვე კომპანიის დაჯარიმების მეორე მსხვილი შემთხვევაა. შეგახსენებთ, რომ თებერვალში კომპანიას კიბოთი გარდაცვლილი ქალბატონის გამო 72 მილიონი დოლარის გადახდა დაევალა.
ნაფიცმა მსაჯულებმა კომპანია გულგრილობაში, თაღლითობასა და შეთქმულებაში სცნეს დამნაშავედ.
ადვოკატების ინფორმაციით, კომპანიამ შესაძლო საფრთხებზე ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან იცოდა, თუმცა პრევენციის გზებისთვის არ მიუმართავს.
J&J-ის სპიკერი აცხადებს, რომ კვლევა 30 წლის პერიოდს მოიცავს და კომპანია განაგრძობს უსაფრთხოების კუთხით პროდუქციის შესწავლას.
სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 1 საათში კომპანიის აქციების ფასი 18%-ით დაეცა.
businesscontact.ge