აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მკაფიოდ აღწერს აგენტურული რადიკალური პარტია „ლელოს“ ზნეობრივ უფსკრულს” – ლევან მაჭავარიანი თაზო დათუნაშვილის განცხადებაზე

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ზნეობრივ უფსკრულშია.

კერძოდ, ლევან მაჭავარიანი ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთბულ განცხადებას, რომელმაც „ქართული ოცნების“ წევრს, თენგიზ შარმანაშვილს “ზეზეული გვამი” უწოდა.

მაჭავარიანი თაზო დათუნაშვილს აგენტურაში ადანაშაულებს.

„ეს რამდენიმე წამიანი ვიდეო მკაფიოდ აღწერს აგენტურული რადიკალური პარტია „ლელოს“ ზნეობრივ უფსკრულს.

პარტიისთვის, რომელიც დავალებების მისაღებად ელჩებთან დარბის, რომელიც მჭიდრო კოალიციაშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც წერილობით ეხვეწებოდა ბრიუსელს საქართველოს დასანქცირებას და რომლის თავმჯდომარეც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიარდ-ნახევარი დოლარის ჯიბეში ჩადებას გეგმავდა, რა თქმა უნდა, მორალური საზღვრები არ არსებობს.

ახალგაზრდა, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ ასრულებს იმ აგენტურულ დავალებებს, რომლებსაც მის ხელმძღვანელობას გარე ძალები აძლევენ, ასეთი ბინძური ლექსიკით საუბრობს მამის ტოლა კაცზე – პატრიოტზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არაერთ საკითხში პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული; კაცზე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავებაში; კაცზე, რომელიც ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი გახლდათ; და კაცზე, რომლის თანაგუნდელობაც ჩემთვის საამაყოა.

ბატონ თაზოს კი ვუსურვებ, რომ მთელი მისი აგენტურული პარტიის შემადგენლობას საქართველოსთვის იმის ნახევარი მაინც გაეკეთებინოს, რაც ბატონმა თენგიზმა უკვე მოახერხა”, – წერს მაჭავარიანი.

იტვირთბა....