აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დასავლეთი ცდილობს კიევის რეჟიმის გათეთრებას, რომელიც ყოველდღიურად კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს ჩადის” – სერგეი ლავროვი

დასავლეთი ცდილობს კიევის რეჟიმის გათეთრებას, რომელიც ყოველდღიურად კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს ჩადის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვი ნებისმიერ ვითარებაში შეასრულებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს.

„ეს მცდელობები განსაკუთრებით აშკარაა უკრაინის კრიზისის კონტექსტში, სადაც დასავლეთის ქვეყნები ყველანაირად ცდილობენ კიევის რეჟიმის გათეთრებას და დაფარვას, რომელიც ყოველდღიურად ჩადის ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევებს და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს“, – განაცხადა ლავროვმა წითელი ჯვრის პრეზიდენტთან, მირიანა სპოლიარიჩთან შეხვედრის დროს.

იტვირთბა....