აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირში პარტნიორებს წერილი გაუგზავნა და „მშვიდობის ფონდიდან“ უკრაინის თავდაცვისთვის 6.6 მილიარდი ევროს გამოყოფა სთხოვა” – Reuters

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა, ევროპელ პარტნიორებს წერილი გაუგზავნა და „ევროპის მშვიდობის ფონდიდან“ უკრაინის თავდაცვის საჭიროებებისთვის 6.6 მილიარდი ევროს გამოყოფისკენ მოუწოდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 26 ივნისით დათარიღებულ წერილში ფედოროვი წერს, რომ უკრაინა წელს თავდაცვის მიზნებისთვის დაახლოებით 28.3 მილიარდ ევროს მიიღებს ევროკავშირის მიერ დამტკიცებული 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხიდან, თუმცა ამ თანხისა და კიევის საკუთარი ფინანსების მიუხედავად, თავდაცვის დაფინანსების მნიშვნელოვანი საჭიროებები კვლავ დაუკმაყოფილებელი რჩება.

ფედოროვის განმარტებით, უკრაინის თავდაცვის საჭიროებები წელს დაახლოებით 136 მილიარდ ევროს შეადგენს, საიდანაც 53 მილიარდი ევრო უკრაინის ბიუჯეტიდან დაიფარება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ხაზს უსვამს, რომ „ევროპის მშვიდობის ფონდის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხები შეიძლება გახდეს „წელს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული წვლილი უკრაინის თავდაცვის ძალისხმევაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რესურსები მიმართული იქნება იქით, სადაც მათ შეუძლიათ უდიდესი და ყველაზე მყისიერი სამხედრო ეფექტის მოტანა“.

იტვირთბა....