ჰორმუზის სრუტე ირანის უდიდესი ბერკეტია და ირანი სუვერენული უფლებებიდან უკან დახევას არ აპირებს, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.
ღალიბაფის მტკიცებით, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ცოტა ხნის წინ მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმი მხოლოდ დროებით გათავისუფლებას ითვალისწინებს სრუტეში საზღვაო მომსახურების საფასურისგან და არ ცვლის ირანის პოზიციას სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით.
„ეს ჩვენი ტერიტორიული წყლებია. ჩვენ არ დავუშვებთ, შეერთებულმა შტატებმა შექმნას დავა ან სოფიზმი იმის მტკიცებით, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტე მილიტარიზაცია მოახდინა. ირანი არასდროს და არანაირ გარემოებაში არ დაიხევს უკან ამ პოზიციიდან. ჰორმუზის სრუტე ღვთაებრივი საჩუქარია, რომელიც ღმერთმა ამ ომის დროს მოგვცა. ვიდრე შეთანხმების ხუთივე პუნქტი სრულად არ იქნება კონსოლიდირებული და საბოლოო სახით დამტკიცებული, ირანი დარჩენილი პუნქტების განხორციელების შემდეგ ეტაპზე არ გადავა“, – აღნიშნა ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა.

