აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უახლოეს მომავალში საწვავის დიდი მოცულობა გაყიდვაში არ შემოვა, გთხოვთ, მოითმინოთ” – ანექსირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელი მოსახლეობას

ანექსირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელი, სერგეი აქსიონოვი, ნახევარკუნძულზე საწვავისა და ენერგეტიკული კრიზისის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

“გრძელდება მუშაობა საწვავის კრიზისის ლიკვიდაციისთვის. სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში საწვავის დიდი მოცულობა გაყიდვაში არ შემოვა. მოქალაქეების ყოველდღიურ ინფორმირებას ყირიმის რესპუბლიკის საწვავისა და ენერგეტიკის მინისტრი, ვლადიმირ ვორონკინი უზრუნველყოფს. ყველას გთხოვთ, მოითმინოთ.

ვხედავ ყირიმელებისგან შემოსულ მრავალრიცხოვან საჩივარს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის უსამართლო განაწილების შესახებ. აქ, სამწუხაროდ, თავისი როლი ითამაშა მოწინააღმდეგის წინააღმდეგობის ფაქტორმა და ცალკეული ქვესადგურების ტექნიკურმა მდგომარეობამ. ამ საკითხში უახლოეს მომავალში მოიძებნება ტექნიკური შესაძლებლობები. ოპერატიული შტაბი ყოველდღიურად შეიმუშავებს ზომებს თითოეულ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის სამართლიანი განაწილების ორგანიზებისთვის. ამისთვის დამატებით შექმნილია ბრიგადები მუნიციპალური მოსამსახურეებისგან. რამდენიმე დღის განმავლობაში შევეცდებით სიტუაციის ნორმალიზებას.“ – ნათქვამია ანექსირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განცხადებაში.

იტვირთბა....