აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი მინდაუგას სინკევიჩიუსი გახდა

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი მინდაუგას სინკევიჩიუსი გახდა, – ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT-ი ავრცელებს.

ლიეტუვის სეიმმა „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის მინდაუგას სინკევიჩიუსის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას მხარი დაუჭირა.

სინკევიჩიუსის კანდიდატურას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 28-მ თავი შეიკავა.

მინდაუგას სინკევიჩიუსი ახალი მთავრობის შემადგენლობას მომდევნო 15 დღის განმავლობაში წარადგენს.

ცნობისთვის, მინდაუგას სინკევიჩიუსმა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ინგა რუგინინე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ლიეტუვის მმართველ კოალიციურ მთავრობაში მომხდარი ცვლილებების გამო დატოვა.

მიმდინარე თვის დასაწყისში ლიეტუვის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ გამოაცხადა, რომ კოალიციაში შემავალ ულტრამემარჯვენე პარტია „ნემანის განთიადთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა და მოლაპარაკებები პარტიასთან „ლიეტუვისთვის“ დაიწყო.

ახალმა კოალიციამ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი, მინდაუგას სინკევიჩიუსი წარადგინა.

ლიეტუვის ახალი მმართველი კოალიცია „სოციალ-დემოკრატებისგან“, პარტიისგან „ლიეტუვისთვის“ და „ლიეტუველი ფერმერების, მწვანეთა და ქრისტიანული ოჯახების კავშირისგან“ შედგება.

იტვირთბა....