აშშ ნატო-დან გასვლას არ გეგმავს, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, იასარ გიულერმა ანკარაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის წინ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ნატო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის კვლავ უპრეცედენტო და ფუნდამენტურ პლატფორმად რჩება. ჩვენ იმ პერიოდს, რომელსაც ახლა გავდივართ, ვაფასებთ არა როგორც კრიზისს, არამედ როგორც ცვალებად უსაფრთხოების გარემოსთან ადაპტაციის პროცესს“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.
გიულერის ცნობით, ანკარაში 7-8 ივლისს დაგეგმილ სამიტზე ნატო-ს მოკავშირეები თანამშრომლობის გაძლიერების, ასევე, თავდაცვის ხარჯებისა და უკრაინის მხარდაჭერის გაზრდის საკითხებს განიხილავენ.
მისი თქმით, თურქეთი ევროპულ თავდაცვის ინიციატივებში ჩართული უნდა იყოს.

