ნიდერლანდების სამხედრო და თავდაცვის სექტორის მოდერნიზაციის გეგმაში ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ რუსეთი ევროპის მთავარ საფრთხედ დაასახელა, – ინფორმაციას უკრაინული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გეგმა ითვალისწინებს სამხედრო პერსონალის რაოდენობის დაახლოებით 100 000-მდე გაზრდას 2030 წლისთვის, რეკრუტირების პროცესის გაფართოების, ასევე პერსონალისა და წვრთნების გაუმჯობესების გზით.
„მსოფლიო დიდი ხანია ასეთი სახიფათო არ ყოფილა. დაჩქარებული ტემპით მივიწევთ წინ, რათა გავაძლიეროთ ჩვენი შეიარაღებული ძალები, თავდაცვის ინდუსტრია და საზოგადოება“, – განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა დილან იეშილგოზ-ზეგერიუსმა.
ახალ სტრატეგიაში ასევე აღნიშნულია, რომ ნიდერლანდები გამოიყენებს უპილოტო სისტემებს „სადაც შესაძლებელია“.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო, თავდაცვის რესურსების სააგენტოსთან ერთად, დაახლოებით 3 მილიონ ევროს გამოყოფს მტრის უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებლად განკუთვნილი დრონების შესაქმნელად.

