გაერო-ში ჩინეთის წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს.
„კონფლიქტები პრობლემებს არ წყვეტს. ჩვენ მხარეებს მოვუწოდებთ, რომ კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ. ასევე, მათ მოლაპარაკებების განახლებისკენ და ნამდვილი პოლიტიკური ნების დემონსტრირებისკენ მოვუწოდებთ, რათა ამ კონფლიქტის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრას და საბოლოო ცეცხლის შეწყვეტა მიღწეული იქნას“, – განაცხადა გაერო-ში ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, სუნ ლეიმ.
მისი თქმით, ჩინეთი ომის დასრულების მიზნით „უკრაინასთან და რუსეთთან აქტიურად იმუშავებს“.
„ჩინეთი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მიუკერძოებელ პოზიციას ინარჩუნებს. ჩვენ მზად ვართ ამ კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის მიზნით კონსტრუქციული როლი შევასრულოთ“, – აღნიშნა გაერო-ში ჩინეთის წარმომადგენელმა.

