აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსული მხარის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვისკენ მიმავალი 56 დრონი გაანადგურეს

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დედაქალაქისკენ მიმავალი კიდევ ექვსი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ მოსკოვთან მიახლოებისას ღამით განადგურებული უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობა 56-მდე გაიზარდა.

„გადაუდებელი დახმარების სამსახურები ნამსხვერევების ჩამოვარდნის ადგილებზე მუშაობენ“, – დაწერა სობიანინმა სოციალურ ქსელში.

„როსავიაციამ“ „დომოდედოვოსა“ და „ჟუკოვსკის“ აეროპორტებში თვითმფრინავების დაშვებასა და გაფრენაზე დროებითი შეზღუდვები გამოაცხადა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის ტერიტორიაზე ღამით 419 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. რუსული მხარის ცნობით, შეტევა რუსეთის 19 რეგიონზე განხორციელდა.

იტვირთბა....