აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 419 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ერთი ადამიანი დაიღუპა მოსკოვის ოლქის ქალაქ ეგორიევსკში

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 419 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს ბელგოროდის, ბრიანსკის, ვლადიმირის, ვოლგოგრადის, ვორონეჟის, კალუგის, კურსკის, ორიოლის, რიაზანის, ლიპეცკის, როსტოვის, სარატოვის, სმოლენსკის, ტამბოვის, ტვერისა და ტულის ოლქებში, ასევე მოსკოვის რეგიონში, კრასნოდარის მხარესა და ყირიმში.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, დედაქალაქისკენ მიმავალი 50 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისი თქმით, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილებში საგანგებო სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქის ქალაქ ეგორიევსკში დრონის ჩამოვარდნის შედეგად კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ერთი ბავშვი დაიღუპა.

იტვირთბა....