აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი დოჰაში გაემგზავრა, – ინფორმაციას CNN-ი ორ ოფიციალურ ამერიკელ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები სამშაბათს დოჰაში შეხვედრას გაართავენ. ამასთან, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ ბოლო დროს მხარეების მიერ გახსნილი ცეცხლის მიუხედავად, ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებული ტექნიკური მოლაპარაკებები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში აშშ-სთან მოლაპარაკებების არცერთ დონეზე შეხვედრა არ არის დაგეგმილი, რადგან თეირანი კვლავ ორიენტირებულია ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებაზე და არა საბოლოო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებზე გადასვლაზე.

