ახალი ამბები

“საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა მათი დათმობის ხარჯზე”- ცოტნე ივანიშვილი

საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, იმ ღირებულებებისკენ, რასაც შეგვიძლია, ევროპის დეფინიციაც მივაბათ, – განაცხადა „ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დასკვნითი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, იმ ღირებულებებისკენ, რასაც შეგვიძლია, ევროპის დეფინიციაც მივაბათ, ქრისტიანული მორალი, ადამიანის უფლებები და ა.შ. ამას უნდა ვაკეთებდეთ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა – მათ ხარჯზე. ჩემი პოზიციაა, რომ არ უნდა მოხდეს ევროპისკენ სვლა ჩვენი ღირებულებების ხარჯზე, არამედ იმ ღირებულებებით, რომელზეც ევროკავშირი დგას და აშენდა“, – აღნიშნა ცოტნე ივანიშვილმა.

იტვირთბა....